
აფხაზეთში სამი რუსი ოკუპანტი მოკლეს
როგორც ვებ-გვერდი „abkhazeti.info” იტყობინება, სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში წმინდა ვასილისკის წყაროსთან, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დილით სამი რუსი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა 6 იანვარს, დილით მოხდა, თუმცა, ამ დრომდე დეტალები არ გახმაურებულა.
ცხედრებს მჭრელი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებათ - სამივე განსაკუთრებით სასტიკი მეთოდითაა მოკლული.
ერთ-ერთი ოკუპანტის ცხედარი გზის განაპირას იპოვეს, დანარჩენი ორის კი - წყაროსთან ახლოს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
კომენტარი