
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ
ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ UK
Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების,
ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK
Bridge გთავაზობთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები
და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია, ესპანეთი,
გერმანია, შვეიცარია და სხვ.
UK Bridge - ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან
და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.
უნივერსიტეტების ჩამონათვალი:
Ashbourne College , Constructor University , EU, GLS German
Language School Berlin, IED Istituto Eurepeo di design, Immerse Education,
Kaplan Pathways, Kings Education, Lyceum
Alpinum Zuoz, Mander Portman Woodward, Ryde School, Sevenoaks School, St
Andrew's College Cambridge, Summer Boarding Courses, TBS Education, Wimbledon
School of English
სპეციალურად გამოფენის სტუმრებისთვის, შერჩეულ პროგრამებზე, გექნებათ სხვადასხვა
სახის ფასდაკლებებს და შეთავაზებებს.
გამოფენაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია : https://link.tbc.ge/UkBridge
ღონისძიება გაიმართება 1 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
კომენტარი