
ზაპოროჟიეში, რუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა
ზაპოროჟიეში, რუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ოლქის პოლიცია ავრცელებს. უწყების ცნობით, აგრესორის სამიზნე ზაპორიჟიეს მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
"სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა - ოთხი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათგან ორი ბავშვია", - წერია უწყების ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა 16 იანვარს ღამით სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე და მის გარეუბნებზე. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსისი ინფორმაციით დარტყმის შედეგად განადგურდა სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა.
კომენტარი