
ავარია მარცხენა სანაპიროზე
ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე "ბე-ემ-ვეს" მარკის ჯიპისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად.
"ბე-ემ-ვეს" მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენ სამ პირს მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.
კომენტარი