
ულამაზესი და უნიჭიერესი ნინო სანადირაძე გარდაიცვალა
საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაცია “პასადენა“-ს თავმჯდომარე, ქორეოგრაფი ნინო სანადირაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მეგობრები და ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ნინო 2014-2015 სტუდია "სახიონის" ქორეოგრაფი იყო. სტუდიის ფეისბუქ გვერდზე სამძიმრის წერილი ვრცელდება:
"რა სამწუხაროა შენზე წარსულში საუბარი. სტუდია "სახიონის" ქორეოგრაფი 2014-2015 წლებში" - ნათქვამი ინფორმაციაში.
"დაგვტოვა ჩვენმა ნინუცამ, გადაინაცვლა მარადისობაში, იქ სადაც მართალნი განისვენებენ.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის ლამაზ და სპეტაკ სულს.ძალიან დიდი ტკივილი დაგვიტოვა გულებში. მის ოჯახს გამძლეობა ჰქონოდეს ასეთი ტკივილის გადასატანად", - წერს "ფეისბუქზე" გარდაცვლილის ახლობელი.
კომენტარი