
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰში - ნანგრევებიდან დედის და 3 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰში - ნანგრევებიდან დედის და 3 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულები არიან 10 და 2 წლის ბიჭები და გოგონა, რომელიც მხოლოდ 2 თვის იყო.
შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ კრივი-რიჰში ხუთსართულიან შენობას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოასვენეს.
კომენტარი