
PHR: ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს
ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.
მოსამართლეთა შემადგენლობა - თავმჯდომარე ირმა პერანიძე და მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი.
საქმეზე მუშაობდნენ PHR -ის ადვოკატები: სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე", - წერია განცხადებაში.
მწვრთნელის მხრიდან 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის თებერვალში დაადგინა.
კომენტარი