
"ბულგარიაზე" დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
12 ივლისი რუსეთში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული თბომავალ „ბულგარიის“ ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. მსხვერპლის დადასტურებული რაოდენობა 90-ია. როგორც საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, ბოლო მონაცემებით, გემზე არა 208, არამედ 192 ადამიანი იყო. მოხერხდა მხოლოდ 79-ის გადარჩენა. გრძელდება დანარჩენების ძებნა. კატასტროფა კვირას მოხდა მდინარე ვოლგაზე, თათრეთში. გენერალური პროკურატურის პრესმდივნის განცხადებით, გემი გადატვირთული იყო
კომენტარი