
ძლიერი ხანძარი ბელიაშვილზე
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 121 ნომერში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი საწყობში გაჩნდა, ცეცხლი უკიდია მუყაოს ყუთებსა და საბურავებს. შემთხვევის ადგლზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების რაოდენობა იმატებს. ხანძრის მასშტაბი იზრდება, რასაც ხელს უწყობს ძლიერი ქარი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
კომენტარი