
ლონდონში არეულობა ისევ განახლდა
„როიტერი“ იუწყება, რომ ლინდონის აღმოსავლეთ ნაწილში ისევ განახლდა არეულობა: მომიტინგეები პოლიციელებს სანაგვე ურნებსა და სუპერმარკეტებიდან გამოტანილ სიმძიმეებს ესვრიან. „ბი-ბი-სი“ იტყობინება, რომ დღეს შეტაკება მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა უცნობი გააჩერეს და გაჩხრიკეს.
შეგახსენებთ, რომ ამ შაბათ-კვირას ლონდონში საპროტესტო გამოსვლები ჩატარდა, ძალადობრივი გზების გამოყენებით. ახალგაზრდობა პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად დემონსტრანტის მოკვლას აპროტესტებდა, აქცია კი მალევე გადაიზარდა ძარცვასა და მოროდიორობაში.
კომენტარი