
მედიკოსთა რეკომენდაციები მაღალი სიცხის გამო
მაღალი სიცხის გამო ექიმები მოქალაქეებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ.
რეკომენდაციებს შორისაა ქუჩაში სიარულისგან თავის შეკავება 11-დან 16 საათამდე, დაბალკალორიული საჭმელების მიღება, ღია ფერის ტანსაცმლის ტარება და ალკოჰოლზე უარის თქმა. მედიკოსთა რეკომენდაციები განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ.
„მაღალი ტემპერატურისას ადამიანი კარგავს ბევრ სითხეს, რის გამოც მოსალოდნელია თერმორეგულაციის დარღვევა, გამოფიტვა. ამიტომაც, საჭიროა მოხდეს გარკვეული რეკომენდაციის გათვალისწინება", - აცხადებენ მედიკოსები.
კომენტარი