
პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და სავარაუდოდ co-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
კომენტარი