
მოხარშული თევზი ქართულად
მასალა:
ცოცხალი - 1 კილოგრამი
შაბი - 4-5 გრამი
ოხრახუში - 4-5 ძირი
მარილი - გემოვნებით
ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები და გავრეცხოთ ცივ წყალში. შემდეგ დავჭრათ სამ-ოთხ ნაწილად; მომცრო თევზები დავტოვოთ მთელ-მთელი, მოვათავსოთ მარილითა და შაბით შეზავებულ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, გავშალოთ, მოვასხუროთ ცივი წყალი. შეგრილებისას მოვათავსოთ ლანგარზე და მოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები.
კომენტარი