
ქვემო ფონიჭალაში სამოქალაქო თავდაცვის საწყობებში ხანძარია
ქვემო ფონიჭალაში სამოქალაქო თავდაცვის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად 800 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
საწყობები ამჟამად გაუქმებულია, ადრე კი იქ აირწინაღები ინახებოდა.
ხანძრის ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ცეცხლის ლოკალიზებას 20 წუთი დასჭირდა.
შემთხვევის დროს საწყობში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარი