
ოთარ რამიშვილს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
მომღერალ ოთარ რამიშვილს დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
როგორც "პირWელს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მომღერალს დღეს, 11:00 საათზე დიდუბის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, ხოლო 14:00 საათზე დაკრძალვის ცერემონია დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ოთარ რამიშვილი 77 წლის ასაკში 6 ოქტომბერს გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში იგი ავადმყოფობდა.
კომენტარი