
რუსი რაგბისტები მერაბ კვირიკაშვილის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვას ავრცელებენ
რუსული რაგბის კლუბი "ენისეი-სტმ" მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სპორტსმენებმა ქართველი მორაგბისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს. რაგისტები საქართველოს ნაკრების წევრს მხარს უჭერენ, გამაგრებასა და გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. "ნისან ტიდა"-ში მსხდომი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანაში "იქს-5"-ში მყოფი მგზავრები, მორაგბე მერაბ კვირიკაშილი და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე ცოლთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებმა კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.
კომენტარი