
ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა
ბათუმის ნავსადგურთან მეთევზეებმა 24 თებერვალს მკვდარი (ორიგინალში წერია „გარდაცვლილი“, - დრონი.ჯი“) დელფინი იპოვეს. მეთევზეთა თქმით, დელფინი ბადეში გაება და გაიგუდა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა, ამის მიზეზად კი ზღვაში ჩაშვებულ ბადეებს მიიჩნევენ: „ეს ბრაკონიერობაა, მთლიან ზოლზე ჩაშვებული აქვთ ბადეები, ადგილობრივ მოსახლეობას თევზაობა აღარ შეგვიძლია ბადეები გვიშლის ხელს, სამწუხაროდ ბადეებს ღამითაც ტოვებენ დელფინები ვერ ამჩნევენ ბადეს და იღუპებიან” -გვითხრა პირად საუბარში ერთ-ერთმა მეთევზემ.
კომენტარი