
რატომ გამოცხადდა ლაგოდეხში კარანტინი?
ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 15- დღიანი კარანტინი გამოცხადდა. ლაგოდეხში აიკრძალება ცხოველების გადაადგილება და ცხოველური წარმოშობის პროდუქტით ვაჭრობა.
ჯილეხით
დაავადების შემთხვევები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში დაფიქსირდა.
დაინფიცირებულია 8 ადამიანი.
ციმბირის წყლულით დაინფიცირებული საქონლის ხორცი სურსათის ეროვნული სააგენტოს
თანამშრომლებმა 30 ოჯახიდან ამოიღეს და გაანადგურეს. შეიქმნა ბუფერული ზონა, სადაც
მიმდინარეობს შინაური ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია.
კომენტარი