სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსურს ყველა უმუშევარი მუტრუკის დედას ვუთხრა, რომ ...

ქართულ მენტალიტეტს, რომ ჩვენი საზოგადოება ხშირად სავალალო შედეგამდე მიყავს ეს ბევრისთვის საკამათო საკითხია, თუმცა ახლა ამაზე კამათს არ ვაპირებთ, უბრალოდ გთავაზობთ ჟურნალ ტაბულას რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან უმუშევარ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს მიუძღვნა.

„ორი დღის წინ ახლობელთან მომიწია საუბარი, მიყვებოდა რომ კარგი "ბიჭი" ყავს (30 წლის), რომელიც უმუშევარია და დედამისს აწევს კისერზე. მეწუწუნა, თავმოყვარე ბიჭია, გოგო რომ დაპატიჟოს მაგის ფულის მე უნდა მივცეო. როგორც გაირკვა ბანკში ან სახელმწიფო სამსახურში სურს მისი დასაქმება. ფიზიკური შრომისთვის არ გამიზრდიაო მითხრა :) გავბრაზდი და ვეჩხუბე.

ახლა მინდა წერილი გამოვაქვეყნო, რომელიც ერთი წლის წინ მივიღე. ავტორს არ ვუთითებ - ერთს ვიტყვი, რომ დღეს ამ წერილის ავტორი დასაქმებულია.

მსურს ყველა უმუშევარი მუტრუკის დედას ვუთხრა, რომ შვილები ვერ გაუზრდიათ, თუ ის ვერ ასწავლეს რომ შრომა, როგორც უნდა იყოს ის, სათაკილო არ არის. სათაკილო სხვის კმაყოფაზე ჯდომაა.

"სალამი,
მე მინდა სამუშაო გთხოვოთ,
თბილისის მაშტაბით რომელიმე ქარხანაში
22 წლის ვარ, ცერებრალური დამბლა მაქვს, გადაადგილება დამოუკიდებლად შემიძლია, ლაპარაკითაც ჩვეულებრივ ვლაპარაკობ,
ჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდი,
მაგრამ არ ვფლობ არცერთ უცხო ენას
და არც ინტელექტით გამოვირჩევი,
უბრალოდ კარგი ოჯახი მყავს და
მათი გავლენით, აღზრდით
ერთი შეხედვით არ მეტყობა რომ გაუნათლებელი ვარ.
ძალიან მინდა მუშაობა, ყველა ხომ ვერ იმუშავებს
ლიდერად ვიღაც კოკაკოლაზე ქაღალდის მიმკვრელი უნდა იყოს.
ექიმმა არ მომანიჭა საპენსიო სტატუსი რადგან
ვაზროვნებ და დამოუკიდებლად ვმოძრაობ
სამსახურს 2 წელია ვეძებ
და ზემოთ აღნიშნულის გამო ვერსად ვნახე.
სამუშაო ძალიან მჭირდება: რადგან ჩემი თავი
ვარჩინო, მუდმივი სპეც ვარჯიში და მკურნალობა მესაჭიროება,
მჭირდება სამუშაო:
რადგან ოჯახს დავეხმარო,
მჭირდება ბედნიერებისთვის!
ლედი მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ
და ვიცი რომ ჩემი ადგილი ,რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვეძებ სადღაც აუცილებლად არის.
ლედი თამარ თუ კი არის სადმე ჩემთვის სამუშაო
გთხოვთ მომწეროთ.
გმადლობთ რომ წაიკითხეთ" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100