თბილისში ქუჩები დაიტბორა

ხანმოკლე წვიმამ თბილისის გზებზე პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად ქუჩები დატბორა, რამაც მოძრაობა შეაფერხა.

ქვეყნის მასშტაბით უამინდობა რამდენიმე დღეა გრძელდება. მეტეოროლოგების ვარაუდით, უახლოესი ორ დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმების შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოს ღვარცოფის საფრთხე დაემუქროს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს ჰირდროპროგნოზების გამყოფილების უფროსმა ქეთევან წიკლაურმა განუცხადა, გაზაფხულზე წვიმიანი ამინდების გამო საქართველოში ყველა მდინარე ადიდებულია.

მთაში თოვლის დნობის პროცესი, ჯვრის უღელტეხილისა და გუდაური-კობის მონავეთის გარდა, უკვე დასრულებულია. ამდენად, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში თუ გადაუღებელი წვიმები იქნება, შესაძლოა, ამას ღვარცოფი მოჰყვეს; განსაკუთრებით, ალაზნის მარცხენა შენაკადებზე. ასეთ დროს ღვარცოფი იმ სავარგულებსა და სახელბს დააზიანებს, რომლებიც ჭალებსა და მდინარის ნაპირებზეა განთავსებული.

მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არამდგრადი, ცვალებადი ამინდები შესაძლოა, კიდევ ერთი კვირა გაგრძელდეს.

კომენტარი