სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა კანდელაკი: ჟერარ დეპარდიე ჩემს ბინაში გამოუშვით

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი ჟერარ დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების ფაქტს გამოეხმაურა.

„აქ ბევრი გუბერნატორი სთავაზობს დეპარდიეს მათ რაიონში ჩაწერას. მოდით ნუ დავიწყებთ მის გაყოფას, მომეცით დეპარდიე მე. ჩემთან ჟერარი გახდება და დაკავდება სპორტით. მზად ვარ საკუთარ ბინაში ჩავწერო. დაე იცხოვროს ჩემთან. თქვენთან ერთად რა უნდა გააკეთოს?“-წერს კანდალაკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა კინოვარსკვლავმა ჟერარ დეპარდიემ, სამშობლოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ფრანგმა კანონმდებლებმა მსახიობისთვის მიუღებელი კანონი მიიღეს. საუბარია 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ კანონზე, რომლის თანახმადაც ფრანგ მილიონერებს 75%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა ეკისრებათ.

რუსეთის მოქალაქეობა დეპარდიეს პირადად პუტინმა მიანიჭა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100