სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველების მიერ ნატოს გენმდივნის „ტროლინგი“ და მისი ექო უცხოურ მედიაში

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის წინ ბიძინა ივანიშვილს მისმა მომხრეებმა არცთუ ნოყიერი ნიადაგი შეუმზადეს: ფოგ რასმუსენის მიერ კრიტიკული განცხადების გაეთებისთანავე ისინი „ფეისბუქზე“ ანდერს ფოგ რასმუსენის ოფიციალურ გვერდს შეესივნენ და უპრეცენდენტო ტროლინგი დაიწყეს.

კომენტარები იწერებოდა ქართულ და ინგლისურ ენებზე და ასეულობით კომენტარს შორის უამრავი უცენზურო იყო. ამასთან, გენმდივნის გვერდზე ავღანეთის თემასთან დაკავშირებით ატვირთული ვიდეოს ქვეშ გამოქვეყნებულ კომენტარებში ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ.

მოწინააღმდეგეები მომხრეებს ძილისკენ და გვერდის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, თანაც ახსენებდნენ, რომ ეს ტროლინგი უკვალოდ არ ჩაივლიდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ლიდერის მომხრეების ტონი თანდათან უფრო აგრესიული და ისტერიულიც ხდებოდა.

ამ დროისთვის ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე წაშალა ადრე დატოვებული კომენტარები, თუმცა, „დრონი.ჯი“ საშუალებას გაძლევთ, თავად გადახედოთ იმ პათოსს, რითაც „ქართული ოცნების“ მომხრეები ნატოს გენმდივანს ამუნათებდნენ (მოყვანილია როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერის მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების ციტატები):

Temuri Mimino Mr. Anders Fogh, this is answer to yuo from Georgia. translate it and read please. Its very important. 5 პუნქტიანი რჩევა ბ-ნ ანდრეს ფოქს. ხუთიანების გამო შეშფოთებისდა გამო )) ფრიადპატივცემულო და ღრმადანაგარიშგასაწევო ძვირფასო ანდრეს ფოქ ! 1. გაერთიანებული შტაბის უფროსი არაა პოლიტიკური ფიგურა, სათანადოდ არ შეიძლება პოლიტ. ოპონენტად ჩაითვალოს. 2. "ჩვენი" ბაჩა, ჯერ კიდევ დაკავებამდე გაემიჯნა პოლიტიკას, რის შესახებაც მან ოფიციალურად განაცხადა. 3. თქვენი ესოდენ ხმამაღლა გამოხატული შეშფოთება, მაშინ როცა აღნიშნული პირების საქმე ძიებაშია, მიმაჩნია მართმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად. 4. წინასაარჩევნო პერიოდში არ მახსოვს თქვენი ასეთი აღშფოთება, როცა მართლა პოლიტიკური ნიშნით არნახული დევნა ხორციელდებოდა უამრავ უდანაშაულო ადამიანზე. 5. გირჩევთ დაელოდოთ სამართლიანი მართმსაჯულების ვერდიქტს. დამშვიდდი, შემოგევლოს დედა ! best regards from T. Mimino.

ვასილ ტაბიძე Mr. Rasmussen stop defending criminals and torturers of Saakashvili regime in Georgia and let justice and low to make its job!!! All the citizens of Georgia are insulted with your todays statement about political prisoners of new democratic government of Georgia!!!

Cindyadorable Landia dear Andreas, Georgian president is not who he makes people believe he is in reality. Under his dictatorship lots of people suffered, most of his coworkers treated and humiliated people in a way that is not acceptable to democrats, so before making any statements get the full information not only from Saakashvili...

Eka Beradze Mr. Rasmussen, WhERE WERE YOU when lots of political opponents were arrested by Michail Saakashvili and when lots of people were tortured by his best executioner Bachana before elections 2012 in Georgia, when lots of young people were killed in prisons , when people lost their properties , business and jobs because of their political opinions?! Where were you then? ? ?

Tamuna Tabukashvili მიშას ბოდვების მეტი არაფერი გაუგონია რაც საქართველოსთან ურთიერთობა აქვს და ამიტომაც ამართლებს! რეალობას უნდა შეხედოთ ბატონო რასმუსენ და თვითონვე გაგიჩნდებათ მიშას და ყველა მისი თანანოაზრის დაჯავების სურვილი და თან შეიძლება სამუდამო დახვრეტით შეუჩვალოთ ან ჩამოხრჩობით!!!

Tamuna Tabukashvili მე ვფიქრობ რომ არსენობას იბრალებს:) დაგვაცადეთ რა საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება!!! თუ დაგვეხმარებით კიდევ ჰო,თუ არადა ხელს მაინც ნუ შეჯვიშლით! როგორც იქნა დავადექით ქრისტეს გზას ქართველები და მოვიშორეთ სატანა თითქმის!

Tamuna Tabukashvili კეთილი ინებოს,დაიჯინოს თარჯიმანი ან გუგლში თვითონ შეაგდოს და გადათარგმნოს! ჩვენ მაგას მიშა ხომ არ ვგონივართ,ყველას რომ თავის ენაზე ეტლიკინება?

Archil Melikishvili ეხ რასმუსენ რასმუსენ...)

Ashalus Barateli რასმუსენ კტო ტი ტაკოი?

Zaza Jordania zinavs adamians,xval weret xalxnoo:DDDDDDDDD

Maia Shanidze ka dg შენ გაიხარე :))) ამათ კიდე,რას ვუხსნით? სურვილიც არ მაქვს ამათ რამე ავუხსნა,ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი და კეთილი ინებონ და პატივი სცენ ამ არჩევანს. დააკვირდნენ მოვლენებს და დატკბნენ "დემოკრატიის შუქურის" ნამოქმედარით.

Lado Gogiashvili Mr. Rasmussen, I apologize for all of this aggressive comments, written by my aggressive and non adequate countrymen Georgia needs Nato!!! We really haven't other opportunity to be an independent country!!! Sorry again and Thank You!!!

Amiran Dzotsenidze მიდით გრუზინებო, გაათვითცნობიერეთ "საქმეში ჩაუხედავი" რასმუსენი. მიდით, იმდენი ჰქენით, რომ ქვეყანა აზარალოთ იქნება. მთავარია ბორის გრიგორიევიჩი გეყოლოთ კარგად!

Maka Kekelidze ანდრესმა დამავალა - დაახვიეთ ჩემი ვოლიდან თქვე გოიმებო სანამ გადამიფიქრებიაო თქვენი ქვეყნის ნატოში შეთრევაო.

Maka Kekelidze ეს კაცი უცებ რომ გადელდეს და გუგლ ტრანლეიტში ნახოს რეებს წერთ, ხომ მოგვეჭრა თავი. დააძინეთ ხვალ მესიას ხვდება და მედიტაცია უნდა ქონდეს ეხლა წესით.

Tiniko Goguadze მიშა ნახა დღეს ლაივში და მეტი რა თავისმოჭრა მოგვივა :)))

Luka Meskhi ოე ოცნება ეხლა მოეწყვეთ და ჰაიდა აქედან.დაასვენეთ კაცი რა მოიქავეთ ხელები კომენტარების წერით.

Sulkhan Tsuladze ძვირფასო ანდერს,ყველას ძალიან გვიყვარხართ.ისეა ჩვენი საქმე როგორც ქართულ ანდაზაშია-"გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო".-ვიცი რომ ზრუნავთ ჩვენზე და გულით გინდათ გაგვაწევრიანოთ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.დიდ მადლობას გიხდით ყველა ქართველის სახელით.ნუ მოუსმენთ აქ ზოგიერთ ინტრიგანს რომელიც ცდილობს თქვენს შეცდომაში შეყვანას.არ ვართ ის ერი რომ ვერ დავაფასოთ კარგი საქმე. იცოდეთ რომ ბატონი იხეილიც და ბატონი ბიძინაც საქართველოს ერთგული შვილები არიან.თქვენი იმედი მაქვს რომ შეარიგებთ. აი დონტ ნოუ ინგლიშ ენდ პლიზ იუს google translate.

Luka Meskhi მოდი მოკლედ გეტყვით,ოცნებისტებს იმიტმ გაქვთ ამდენი ბოღმა რომ არ ელოდით მიშასგან ესე იოლად ხელისუფლების გადმოცემას.ერთი სული გქონდათ აქციები გაგემართად და მსოფლიოსთვის დაგენახვებინათ რა დიქტატორი პრეზიდენტი გვყავს და როგორ გააყალბა არჩევები.მაგრამ აღარ გაქვთ გაყალბებაზე სალაპარაკო.ამით მიშამ მაგრათ მოგიგოთ ჭკუაში.მიშა (მიუხედავათ თავის უამრავი შეცდომისა) მსოფლიოს თვალში დემოკრატათ წარმოჩინდა და თქვენი პრემიერი კი ერთ უსუსურ ვაი პოლიტიკოსათ რომელიც დღეს ისე დადიოდა პრაღაში როგორც გლეხი დიდ ქალაქში ვერაფერს რომ ვერ იგებს.მიდით თუ მაგრები ხართ დადეთ აქ მიშას გალსტუკის ჭამის სურათი ოღონდ ბიძინას ნიფხავიანი სურათიც მიაყოლეთ.დაანახეთ მსოფლიოს რომ ჩვენ ქვეყანას რუსეთზ დიდი მტერი ქართველი ხალხი ჰყავს.რა გგონიათ თქვე დურაკებო აქ რომ წერთ მიშაზე სირობებს ამით რასუსენს აზრს შეუცვლით?ჩვენ ქვეყანას არცხვენთ საჯაროდ.აქამდე სად იყავით და რატო არ უწერდით მიშაზე ამდენ სიბინძურეს?გეშინოდათ ხო?ეხლა ყველამ ტრაკის თამაში დაიწყეთ.სამარცხვინოები და საცოდავები ხართ.ეხლა არ დამიწყოთ ჭკუის სწავლება რა,რა უდა დავწერო და რა არა.

Rezo Khazhomia სულ ძალით არ მიგათრევდნენ ამ ნატოსკენ, იქეთ ეტენებით და კიდევ პრეტენზიები გაქვთ, რა ატეხეთ ისტერიები, არ გინდათ და ჯანდაბისკენ გზა გქონიათ...გამოეთირეთ ახლა ამ კაცის გვერდიდან, სირცხვილია....

შავი ჭირი ეს რომ წაიკითხოს, ნატოში შესვლას ვინ ჩივის, იმ მაპზე მეტსაც უკან წაგვართმევს.

რა თქმა უნდა, ამ მცირე მონაკვეთში გვერდი ავუარეთ განსაკუთრებით უცენზურო კომენტარებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ „ტროლინგმა“ უკვალოდ მართლაც არ ჩაიარა:

ევრაზიანეტ.ორგ წერს: „რამდენიმე დღის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, თავის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მონობლოგში იმ წარმატებებზე ისაუბრა, რასაც მოკავშირეების სამხედრო შენაერთებმა ავღანეთში მიაღწიეს.

გენერალური მდივანი, როგორც ჩანს, ვარაუდობდა, რომ ვიდეო, რომელსაც საკმაოდ ბევრი მოწონება ჰქონდა, თავისი პუნქტებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაინტერესებას გამოიწვევდა, ხოლო მისი განხილვა კომენტარების სახით იქნებოდა წარმოდგენილი.

ღამით, ვიდეოს მართლაც უამრავი კომენტარი გაუჩნდა, თუმცა არა ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეების, ან ავღანელების მხრიდან. მალე რასმუსენის გვერდი ქართველებმა აიკლეს მრავალრიცხოვანი კომენტარებით, თუმცა, ამ კომენტარებს არანაირი კავშირი არ ჰქონია ავღანეთის კამპანიასთან.

ქართველები უკმაყოფილონი დარჩნენ ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რომ ის შეშფოთებულია, საქართველოში მცირე ხნის წინ განხორციელებული დაპატიმრებებით. საქმე ეხებოდა ყოფილი შსს მინისტრის, ბაჩო ახალაიას და კიდევ ორი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავებას. რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ამ ფორმით დევნა არ მოხდება. ეს განცხადება კი, როგორც ცნობილია, რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს გააკეთა.

როგორც საიტი წერს, რასმუსენის განცხადებამ იმდენად აღაშფოთა "ფეისბუქის" ქართველი მომხმარებელი, რომ მათ ნატოს გენმდივნის საიტზე ფართომასშტაბიანი ტროლინგი მოაწყვეს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. კომენტარები, ძირითადად, აგრესიული და შეურაცხმყოფელი შინაარსის იყო.

ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა კი, რასმუსენის გვერდის ანალოგიც შექმნა და გენმდივნის სახელით კომენტარი დაწერა: გეყოთ, დაწექით დასაძინებლად!

როგორც რასმუსენის გვერდის ადმინისტრატორმა განაცხადა, შეტევის მონაწილეები, ძირითადად, გაკრიტიკებული პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თემაზე კომენტარი თავად გენმდივანმაც გააკეთა, რომელმაც სინანული გამოთქვა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოხმაურებების გამო.“ (GHN)

ორიგინალი:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100