სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღის „ფეისბუქ–სტატუსი“: თქვენ – მოქირქილენი და... ბაჩო ახალაია – 7.11.2012.

რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მთავარი განხილვის თემა ჯერ ბაჩო ახალაიას, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის: გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მე–4 ქვეითთა ბრიგადის მეთაურის, ვიცე–პოლკოვნიკ ზურაბ შამათავას დაკავების ფაქტია.

იუზერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ბაჩო ახალაიას დაკავება ისეთ აბსურდულ სიტუაციაში, როცა მისთვის წარდგენილი ბრალდება უსუსურად გამოიყურება, ბრალი კი მისთვის ჯერაც არ წაუყენებიათ, პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

ეს მოსაზრება კიდევ უფრო განამტკიცა პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ, სადაც უმრავლესობამ, ფაქტობრივად, სასაცილოდ აიგდო უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენლის, მათ შორის 21 წლის მარიამ საჯაიას მიერ ნათქვამი ფრაზა „2008 წლის ომის გმირი“, რომელიც მან დაკავებული შტაბის უფროსის მიმართ გამოიყენა. „უკაცრავად, რომელი ომის გმირია?“ – ირონიულად იკითხეს უმრავლესობის წევრებმა დარბაზიდან, მარიამ საჯაიამ კი რეპლიკას უცვლელი ტონით უპასუხა:

„2008 წლის, რუსეთ–საქართველოს ომის გმირი, რომელიც თქვენსა და ჩვენს სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდა!“. მოგვიანებით პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც მოუწია განმარტება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები ჩვენ შორის არიან და ამას უნდა შეეგუონ.

„ფეისბუქის“ მომხმარებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „თითიდან გამოწუწნული“ ბრალდებით ამ რანგის სამხედრო პირების დაკავება რუსული დაკვეთის პირდაპირი შესრულებაა, თუმცა, არიან ფეისბუქელები, რომლებიც ბაჩო ახალაიასა და სამხედრო პირების დაკავების გამო სიხარულს არ მალავენ და წერენ, რომ მალე სხვების ჯერიც მოვა.

„ფეისბუქზე“ დილიდან იმატა იმ მომხმარებლების რიცხვმა, რომლებმაც პროფილის ან გვერდის ქუდის ფოტოებად არა საკუთარი, არამედ ბაჩო ახალაიას ფოტოსურათები ატვირთეს. ასევე გჩნდა რამდენიმე გვერდი, სადაც დაკავებულ ექს–მინისტრს თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებენ.

ერთ–ერთმა მომხმარებელმა, დავით გოდერძიშვილმა კი გამოაქვეყნა ვრცელი სტატუსი, სადაც ბაჩო ახალაიას წარსულ საქმიანობას შეეხო და საკმაოდ ემოციურად მიმართა საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მისი დაკავების გამო აღფრთოვანება გამოხატა. გთავაზობთ ამ სტატუსს:

David Goderdzishvili

"იმ ასაკში, რა ასაკშიც ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების სისტემა ჩაიბარა მინისტრის რანგში;

იმ ასაკში, რა ასაკშიც ბაჩო ახალაიამ მთელი ქურდული სამყრო გადაიკიდა მოსისხლე მტრად;

იმ ასაკში, რა ასაკშიც ამ ბიჭმა მუხლზე გადაიმტვრია უსასტიკესი, პირსისხლიანი და დაუნდობელი, ქურდული სამყაროს ძირითადი საყრდენი - ციხის შიგნით შექმნილი სიტუაცია, სხვათა შორის თქვენივე დაკვეთით და თქვენთვის, რომ თქვენ გეცხოვრად უსაფრთხოდ, თქვენს შვილებს ეთამაშათ ეზოებში შიშის გარეშე და თქვენ გძინებოდათ ღამღამობით მშვიდად და სანამ გეძინათ, თქვენი ცოლის ტრუსები არ მოეპარა ვინმეს;

იმ ასაკში, რა ასაკშიც ბაჩო ახალაიამ გაბედა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, პასუხისმგებლობა რომელიც არ იყო უბრალოდ პასუხისმგებლობა, ეს არ იყო „პარკოვშიკობა“, პროგრამისტობა, მიმტანობა ან მაღაზიაში კონსულტანტზე დაკისრებული პრიმიტიული მოვალეობა-პასუხისმგებლობა, ეს იყო ასობით და ათასობით ადამიანის ბედზე, კანონის და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, იმ და ისეთ მენტალობის ადამიანების ბედზე რომლებიც თქვენ გპარავდნენ, თქვენ გაყაჩაღებდნენ, გაბახებდნენ გამცირებდნენ, გჩაგრავდნენ და გკლავდნენ...

ეს იყო თქვენი, ანუ საზოგადოების წინაშე, აღებული პასუხისმგებლობა, თქვენი ნაწილის, ანუ იმ „საზოგადოების“ წინაშეც, რომელმაც სულ მცირე ხანში, ერთი კაცის მიმართ მონური ლაქუცით და ერთი კაცის პირადი ზიზღით –

თქვენივე გამბახებელი,

თქვენზევე მოძალადე,

თქვენივე სისხლისმსმელი,

უამრავი ახალგაზრდა პოლიციელის სიცოცხლის ფასად პატიმრობაში მყოფი ნაძირალები წამებულ სახალხო გმირებად შერაცხეთ...

იმ ასაკში, როდესაც ბაჩო ახალაიამ არა მარტო საკუთარი, არამედ თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლეც ჩააგდო საფრთხეში, ისევ თქვენი მშვიდი და უსაფრთხო მომავალისათვის...

აი, იმ ასაკში ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ დედიკოს ნაყიდ ნასკებში დადიოდით და მამიკოს ართმევდით დილაობით მარშრუტკის ფულს...

ოჯახის შექმნის გეშინოდათ, დიდი პასუხისმგებლობააო... პარტიას უმღერდით უფროსები, წითელი ყელსახვევებით, ტრაქტორებზე ლექსებს კითხულობდით და კომკავშირლობდით ხმის ამოღების შიშით სოროებში შემძვრალნი...

ქვა ქვაზე არ გქონდათ დადებული და მშობლების ბინაში ცხოვრობდით, ბირჟაზე დგომით, სმით და პლანის წევით და**ევებულები...

აი, იმ ასაკში, ამ ახალგაზრდა ბიჭმა ჩაიბარა დამპალი და უსასტიკესი სისტემა, სისტემა, რომელიც მაშინდელ „სახელმწიფოზე“ ძლიერი იყო და, ფაქტობრივად, მართავდა მას...

მან ჩაიბარა სისტემა არა ისე უსუსურად, როგორც დღეს თქვენი ჩლუნგი და მხდალი კუმირები იბარებენ, არამედ ამაყად, მარტომ და მიუხედავად თქვენი ქირქილის, შურისა, აბსურდული ჭორებისა და სიბინძურისა, რომლითაც თქვენ, „დემოკრატიულ ღირებულებებზე გაზრდილი წითელი ინწილიგენცია“ მის ყოველდღიურობას უხვად ამკობდით, მან შეძლო და ერთი-ორ, მისსავე მსგავსად იდიალისტ, ანთებულ და ნებით აღსავსე ადამიანთან ერთად გააკეთა ის, რაც ვერ შეძელით თქვენ, თქვენმა წინაპრებმა, და მთელმა თქვენმა უსუსურმა თანამოაზრეებმა, ერთად აღებულებმა, მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე.

მე მეამაყება, რომ ბაჩოს ეყო ვაჟკაცობა ამ მხდალ და პოლიტიკურ სანაგვეზე ნაპოვნ მძორებთან თავისი ფეხით მისულიყო და მარტო დარჩენილიყო მათთან უთანასწორო სიტუაციაში, აღმოჩენილიყო პირისპირ!

მე მეამაყება, რომ თქვენგან განსხვავებული ღირებულებები მაქვს!

და მე მრცხვენია, რომ თქვენ ხართ ჩემი თანამედროვენი:

მოქირქილე, დაუნახავი, მონური აზროვნების მქონე საქართველოს მოქალაქენი..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100