კახეთის გახსნილი ცა (ქართველი ემიგრანტის წერილი)

"გუგლში" ვეძებდი ჩემი საყვარელ რეგიონის კახეთის ახალ ამბებს. ძებნაში სურათები რომ მიჩვენა, გავხსენი და ალბათ, ნახევარ საათს ვაკვირდებოდი ჩემი ლამაზი კახეთის გადაღებულ კუთხე კუნჭულს. სურათებმა დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს სამოთხის კარი შემეღოს და მისი სილამაზით დავმტკბარიყავი. ესე უზომოდ მომნატებიხარ ჩემო სამშობლოვ....ისევ ნოსტალლგიამ წამიღო.

ჩემი არჩეული ანუ "შეძენილი სამშობლო" როგორც მას აქ უწოდებენ, თავისი მშვნებით არის როგორც დედინაცვალი, ისეთივე შუბლ შეკრული ცით, უსინათლო უმზეო და თითქოს ხელოვნური, პლასტიკატის უსურნელო ტყით და ველით. არა ეს ვერ შეედრება საქართველოს, ვაჟას სამშობლოს.... უცებ, გული დამწყდა, რომ მას ჩემსას გაჭირვებით თუ ვუწოდებდი, რადგან გავცვალე დიდი ღელვის დროს სალი კლდეები, ვითომ სხვა ქვეყნის "სამოთხეზედა".

უცბად წავწყდი ერთ საიტს:
სადაც კახეთის ადმინისტრაციული მოწყობიდან დაწყებული ყველა ინფორმაცია მოკლედ ღიად და მისაწვდომად იყო დადებული. როგორ გამიხარდა, როცა ცენტრალურ გვერდზე ამოვიკითხე :

"კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია", გუბერნატორი
გიორგი ღვინიაშვილი და მობილური ტელეფონის ნომერი.

ისე გამიხარდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ახლობელი მეგობარი, ნათესავი დამენახოს. დღევანდელი დროის, დღვანდელი ხელისუფლების, ბატონი გიორგის პირადი ხასიათის სიმბოლო: ღიად დადებული საკუთრი მობილურის ნომერი. ადამიანი რომელმაც კახეთის რეგიონის კეთილდღეობის სამსახურში ყოფნა თავისი უდიდესი გამოწვევად და მოწოდებად გახადა, ფეისბუქის სურათზე გვიყურებს, ღია სახით... ვინ იცის, რამდენი ხედავს იმედს მასში იმ კახეთიდან, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ზურგი, ბეღელი და დამცველი ჩვენი სახელმწიფოსი.

აღდგენითი სამუშაოები სხვა და სხვა რაიონში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული აღმშენებლობა იმედს გვიბრუნებს საქართველოს მოწყვეტილ ქართველ ემიგრანტებს რომ სამშობლო აყვავების გზაზეა და თუ ადრე შენახავაზე გვიწევდა ზრუნვა, მალე სამშობლო შესძლებს და ალბათ ყველაზე მეტად გაჭირვებულებს მიგვიღებს უკან, სახლში, კახეთში, სამშობლოში, საქართველოში სადაც გახსნილი მზის სინათლით სავსე ცაა და ტყის და მინდვრის სურნელი გაბრუებს სუნთქვის დროს, სადაც კეთილი, ღვთისნიერი ძმა, მეგობარი და ახლობელი ხალხი გველოდება, ღია სახით და გახსნილი გულით და სულით, ისეთით, როგორც თქვენ ხართ ბატონო გიროგი.

ის თუ როგორ მიყვარხარ სამშობლო, როგორი დიდებულია ყველაფერი ქართული, ყველაფერი შევიტყვე, როცა შევძელი შედარება, შორს წასულმა, სამშობლოს სითბოს მოკლებულმა ქართველმა, კახელმა ადამიანმა.
ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ჩემო ქართველებო!

(ამ წერილს ვუძღვნი ბატონ გიორგი ღვინიაშვილს, რადგან იმედი გამიჩნდა რომ ჩვენს რეგიონსაც კეთილი, მშრომელი და პატიოსანი ხეისუფალი ჩაუდგა სათავეში.
წერილის დაწერის ინსპირაცია მომეცა ბატონი გიორგის გვერდზე, „ფეისბუქში“ საიტის დათვალიერების დროს.)

კომენტარი