თინა კანდელაკმა „ფეისბუქზე“ ნიშნობის ბეჭდიანი საკუთარი თითის ფოტო გამოფინა

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თინა კანდელაკის მიერ გამოფენილმა ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია მისი მარჯვენა ხელის უსახელო თითი ლამაზი, ზურმუხტითა და ბრილიანტებით გაწყობილი ბეჭდის ფონზე, ნამდვილი ფურორი მოახდინა.

უფრო დამაინტრიგებლად გამოჩნდა ფოტოზე მინაწერი: „დავთანხმდე?“, რომელსაც გამოხმაურება მაშინვე მოჰყვა. ერთნი კანდელაკს ურჩევენ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაეთანხმოს წინადადებას, ხოლო მეორენი სკანდალური ტელეწამყვანისგან სიყვარულის დამადასტურებელ კიდევ სხვა ფაქტს, მაგალითად – აგარაკს კარიბის კუნძულებზე ითხოვენ.

კომენტატორთა ნაწილმა ფოტოზე მიაწერა, რომ ალბათ, კანდელაკი თავად არაა დარწმუნებული გადაწყვეტილებაში, რადგან ეს შეკითხვა დასვა.

ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ეს მინაწერი იყო:

„თინა, ძვირფასო, მერე მაინც უთხარით ხალხს, დათანხმდით თუ არა, ჩვენ ძალიან ვღელავთ“.

თავად კანდელაკი პრინციპულად სდუმს და ჯერჯერობით არ აპირებს უპასუხოს შეკითხვას იმის შესახებ, თუ ვინ არის ეს საიდუმლოებით მოცული თაყვანისმცემელი.

სულ ცოტა ხნის წინ თინა კანდელაკი კატეგორიულად გამორიცხავდა მისი გათხოვების შესაძლებლობას და აცხადებდა, რომ ორი შვილის გარდატეხის ასაკი იწყება და მათ უნდა მიხედოს.

კომენტარი