სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ვეფხვაძე - 2008 წელს აშშ-ის ქმედებებმა გადაარჩინა თბილისი რუსული ინტერვენციისგან

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავს primetimenews-თან "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე აჯამებს.

"აქ უკვე ლაპარაკი აღარ არის დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ეს არის პარტნიორული ურთიერთობა", - ამბობს ის.

მისივე თქმით, სწორედ აშშ-სთან მეგობრობამ გაადარჩინა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ასევე ეკონომიკური კრიზისის ფარგლებშიც. პარლამენტის უმცირესობის წევრს დადებითად მიაჩნია ორ ქვეყანას შორის გაფორმებული პარტნიორობის ქარტიაც.

"2008 წელს სწორედ ამერიკული მხარის ქმედებებმა გადაარჩინა თბილისი რუსული ინტერვენციისგან, ასევე მისმა დახმარებამ გადაარჩინა საქართველო ეკონომიკურ კოლაფსს. ბოლო პერიოდში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პარტნიორობა არათანაზომადი დემოკრატიის ქვეყნებს შორის აღარ გამოვა, ამიტომ მხარდაჭერა უპირობო ვერ იქნება", - აცხადებს ჩვენთან საუბარში "ქრისტიან-დემოკრატი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 2 მარტს დამყარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100