სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიღომში 20 წლის გოგონა–მანიაკი გამოჩნდა?

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 20 წლამდე ასაკის გოგონა ჯერ შუახნის ქალბატონს დაესხა თავს, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი – 14 წლის მოზარდს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელმა შუახნის ქალბატონს ყელზე თოკი მოუჭირა, არაფერი უთხოვია, მსხვერპლმა რამდენიმე წუთი გონებაც დაკარგა, თუმცა დაყვირება მოასწრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, იგივე აღწერილობის გოგონა 14 წლის ბავშვს დაესხა თავს, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ამბობს, რომ მასაც თოკი მოუჭირა ყელზე. ბავშვის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გოგონა მას ფულს სთხოვდა, შემდეგ დაბმულ მდგომარეობაში სადარბაზოსთან დატოვა.

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 16:00-17:00 საათზე მოხდა.
შსს-ში 20 წლამდე ასაკის გოგონას მიერ ორი პირისთვის ყელზე თოკის მოჭერის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100