ნინო ბურჯანაძის განცხადებები გადაბირების შესახებ ზვიად ძიძიგურს უცნაურად მიაჩნია

ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრს, ზვიად ძიძიგურს ნინო ბურჯანაძის განცხადება, მისი აქტივისტების გადაბირების მცდელობის შესახებ უცნაურად მიაჩნია, რადგან "ქართულ ოცნებაში" ისედაც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის.

"რაში გვჭირდება გადაბირება, ისედაც იმდენი ხალხი მოდის, ეგეთი ხალხმრავლობა არც ერთ ოფისში არ მინახავს" - აღნიშნა primetimenews-თან ძიძიგურმა.

რაც შეეხება ნოდარ ხადურის გადასვლას, კოალიციის წევრის თქმით, ეს გადაბირება არ ყოფილა. გადაწყვეტილების მიზეზებზე კი მას ინფორმაცია არ აქვს.

ნინო ბურჯანაძემ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში "ქართული ოცნება" მისი პარტიის აქტივისტების გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა.

კომენტარი