სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალის რაიონში სპეცრაზმელთა მიერ დაკავებული ორი ქართველის ბედი უცნობია

გალის რაიონის სოფელ თაგილონში სპეცრაზმის მიერ დაკავებული ორი ქართველის ჯემალ ოყუჯავასა და ოთარ ჯღარკავას ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, დაკავებულები ამჟამად სოხუმში არიან გადაყვანილები, თუმცა რა ბრალს წაუყენებენ მათ და რა ბედი ეწევათ, ამ დრომდე უცნობია.

როგორც ოჯახთან დაახლოებული პირები აცხადებენ, ჯემალ ოყუჯავას სახლში, ნაგვის ურნაში ყუმბარმტყორცნი აღმოაჩინეს, თუმცა ახლობლები აცხადებენ, რომ იგი თავად დამკავებლებმა "ჩადეს".

მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს იმ რუსი სამხედროების ვინაობის დასახელებას სთხოვენ, რომლებიც აღნიშნულ პირებს ე.წ. საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას წინასწარ აწვდიდნენ.

ოყუჯავა - ე.წ. საზღვარზე ტვირთების გადაზიდვით, ჯღარკავა კი ადგილობრივი თხილის ბიზნესით იყო დაკავებული.

დაკავების ერთ-ერთ ვერსიად თანხის გამოძალვა სახელდება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100