საქართველოს პატრიარქმა მრევლი გააფრთხილა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მისი სახელით ფინანსური დახმარების მთხოვნელებთან დაკავშირებით მრევლს გაფრთხილებას აძლევს .

"მე მივეცი ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, რომ ხატი მიაბრძანონ ოჯახებში და პარაკლისი შეასრულონ სრულიად უფასოდ, არავითარი ფული საჭირო არ არის.

სამღვდელოება ამას ასრულებს, მაგრამ გამოჩნდნენ ერის ადამიანები, რომელნიც ავრცელებენ ხმას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვდივართო, ითხოვენ ფულს და დახმარებას.ეს სწორი არ არის", - განაცხადა ილია II-მ და აღნიშნა, რომ თუ მოძღვარი არ არის, მრევლმა ერის ადამიანი, თუნდაც ხატით მისული სახლში არ უნდა მიიღოს.

კომენტარი