სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთში გაასამართლებენ

ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთი უარს ამბობს ცოტა ხნის წინ დაკავებული ქართველი ეროვნების ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ესპანეთის ან საქართველოსთვის გადაცემაზე.

საბერძნეთის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდება, რომელიც რუსული მაფიის ბოსსწაუყენეს, საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულსაც მოიცავს და ამიტომ ის საბერძნეთის სასამართლომ უნდა გაასამართლოს.

რუსული მაფიის ლიდერი ევროპაში საკურორტო ქალაქ ათიკაში სასტუმროში დააკავეს და მას ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს. ესპანეთის ექსტრადიციის მოთხოვნამდე მას ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ.

მას ფულის გათეთრებისა და მკვლელობებისთვის ეძებდნენ, რაც 2009 წელს შუშანაშვილმა ესპანეთში ჩაიდინა. საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შუშანაშვილი სასამართლოს წინაშე სალონიკში წარსდგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100