სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დასახელდება

უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და ის, თუ ვისთან აწარმოებს ქართული მხარე მოლაპარაკებებს.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება შესაძლებლობა, ვიზიტისას განიხილოს ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული საკითხი. დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს, თუ ვის შეხვდება და კონკრეტულად ვისთან ექნება მას მოლაპარაკებები”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100