ცივი ამინდები 18 მარტამდე გასტანს, თუმცა, ყინვები მერეც გაგრძელდება

ცივი და ნალექიანი ამინდები საქართველოში 18 მარტამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენელმა სვეტლანა ნიორაძემ ”ინტერპრესნიუსს” უთხრა, რომ უახლოეს დღეებში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოში შემოსვლას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები.

შედეგად, 15 მარტიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლჭყაპი. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, 15-16 მარტს ძლიერი ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 27 მეტრს მიაღწევს. 18 მარტის შემდეგ რამდენიმე დღით გამოიდარებს, თუმცა ყინვები შენარჩუნდება.

კომენტარი