სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სვანაძემ "ქართული ოცნება" ხიდაშელისა და ფანჯიკიძის გამო დატოვა

ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. რეჟისორმა ზაზა სვანაძემ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ახალგაზრდული ორგანიზაციიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც სვანაძე განმარტავს, ივანიშვილის გარემოცვა მისთვის მიუღებელია და გადაწყვეტილებებს ივანიშვილის გუნდში მხოლოდ თინა ხიდაშელი და მაია ფანჯიკიძე იღებენ.

სვანაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებს ივანიშვილის ორგანიზაციაში სრულფასოვანი სამუშაო გარემო არ აქვთ და მათ აზრს არავინ ითვალისწინებს.

სვანაძის ინფორმაციით, ივანიშვილის მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირებაც არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100