სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუშკინის მოედანზე "ომონმა" დარბევა დაიწყო, ნავალნი ისევ დაკავებულია (ვიდეო)

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე ოპოზიციის მიტინგის დასრულების შემდეგ ადგილზე დარჩენილთა დარბევა მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა მოულოდნელად დაიწყო. მოედანზე გამოჩენილმა ომონელებმა ღამისთევით დარჩენილი ადამიანებს ალყა შემოარტყეს, წრე შეამჭიდროვეს და დარბევაზე და იქ მყოფთა დაკავებაზე გადავიდნენ. ომონელები სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ მომიტინგეებს და უამრავი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულნი არიან ნავალნი, უდალცევი, იაშინი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები. დაკავებულთა გადასაყვანი მილიციის მანქანიდან ნავალნიმ საკუთარ მიკრობლოგზე „ტვიტერში“ უკვე გაავრცელა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ. ამ დროისთვის პუშკინის მოედანზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც იქ დარბევის მომენტში არ ყოფილან. პუშკინის მოედანზე მყოფებს შეუერთდა დიმიტრი ლუჟკოვიც.

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ბმულს, სადაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ონლაინ-რეპორტაჟს იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ წუთებში მოსკოვში, პუშკინის მოედანზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100