სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ რამზან კადიროვმა დავლური დაუარა (ვიდეო)

რამზან კადიროვს თავი ქუდში აქვს: ინტერნეტში სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც იმ საარჩევნო უბანშია გადაღებული, სადაც ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მისცა ხმა.

კადრები სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ სანამ კადიროვი ხმის მისაცემ კაბინაში რუსეთის ბედზე მჭმუნვარებდა და არჩევანზე ფიქრობდა, საარჩევნო კომისიის წევრთა და ამომრჩეველთა თვალწინ იქვე, მცირე ფართზე სახელდახელო კონცერტი მოეწყო:

ჯერ კადიროვის თანმხლებმა პირმა დაუარა წრეზე, ხოლო შემდეგ კაბინიდან გამოსული რამზანიც ცეკვის ხასიათზე დადგა, ქალი ხელის აქნევით გამოიწვია და მასთან ერთად კარგადაც დაუარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100