სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას: შეიძლება, 2012 წელს არ გაგიმართლოთ

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთის, რომ არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვოს.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ არჩევნები იყოს სამართლიანი,ხოლო როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ყველაფერს გავაკეთებ,იმისთვის რომ არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვოს. ოპოზიციის წარმომადგენლები უფრო აქტიურები და გამბედავები უნდა იყოთ, ხალხს მეტი იდეები შესთავაზოთ, რასაც, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააფასებს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ერთხელ აუცილებლად გაუმართლებს ოპოზიციას, თუმცა ეს შესაძლოა, 2012 წელს არ მოხდეს.

„ბურთიც და მოედანიც თქვენია, გაანძრიეთ ხელი და ერთხელ აუცილებლად გაგიღიმებთ ბედი, თუმცა ეს შეიძლება არ 2012 წელში მოხდეს“,-მიმართა პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100