სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს

დღეს,მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას- სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.

ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის უქონლობა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას პატიობს.

27 თებერვლიდან კი დიდმარხვა იწყება და 15 აპრილს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100