სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხში 12 წლის ბიჭს მანქანამ თავზე გადაურა: ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ლაგოდეხში 12 წლის ბავშვს მანქანამ თავზე გადაუარა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თამაზ ყარალაშვილი გზაზე გადადიოდა.

ბავშვს ფეხი დაუცდა და გზაზე წინ გადავარდა, საპირისპირო მხრიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ბავშვს წინა ბორბლით თავზე გადაუარა.

12 წლის ბავშვი თბილისში კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ გადმოიყვანა. ყარალაშვილი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და ექიმების თქმით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100