უიტნის დაკრძალვის ცერემონიალზე დარხეული ჭორები არ დასტურდება: ბობი ბრაუნი მიიწვიეს

CNN-ის ცნობით, უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვა მსახიობი კევინ კოსტნერი, რომელმაც ჰიუსტონთან ერთად ითამაშა 1992 წელს გამოსულ ფილმში “The Bodyguard”.

დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მომღერალი კიმ ბარელიც, რომელიც შეასრულებს სიმღერას "I believe in you and me”, ეს სიმღერა ჰიუსტონის ოჯახის მიერ იქნა შერჩეული და იგი უიტნის 1996 წლის ფილმის "The Preacher’s Wife"-ის საუნდტრეკია. ცერემონიაზე ასევე იგეგმება სტივ ვანდერის, ალიშა კისისა და არეტა ფრანკლინის, რომელიც ამავდროულად მომღერლის ნათლიაა, გამოსვლები.

დაკრძალვას დაესწრება მომღერალი რებეკა ფლეკიც, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, შეუასრულებს თუ არა იგი რაიმეს. დაკრძალვის ცერემონიაზე ოფიციალურად მიიწვიეს ჰიუსტონის ყოფილი მეუღლე, ბობი ბრაუნი.

მოწვეულთა სიაში ასევე არიან: ანგელა ბასეტი, პოპ-მომღერალი დარლენ ლავი, მღვდელი თ. დ. კეიჯსი, მომღერალი ბრანდი და სხვანი. ცნობილია, რომ ცერემონიაზე ნიუ ჯერსის სახალხო გუნდი იმღერებს. “ახალი იმედის” ბაპტისტურ ეკლესიაში მიმდინარე დაკრძალვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელევიზიასა და ინტერნეტში.

კომენტარი

×