სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დუბაის ცნობილი შადრევნები ამიერიდან უიტნი ჰიუსტონის ჰიტზე „იცეკვებენ“ (ვიდეო)

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შემდეგ მომღერლისადმი პატივისცემას ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს და ყველა, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი გულშიჩამწვდომი ხმა, მისი ხსოვნისთვის პატივის მიგებას ცდილობს: ზოგი ცნობილი პირი სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ჩანაწერებს და უიტნის ცნობილ ჰიტებს იზიარებს, ზოგი პროფილის სურათად ჰიუსტონის ფოტოს ტვირთავს.

თუმცა, „ფეისბუქის“ ქართულენოვანი მომხმარებლები აქაც ორიგინალურობით გამოირჩევიან და მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები უმთავრეს ყურადღებას მომღერალსა და მისი სიკვდილის დეტალებს უთმობენ, ხოლო საინფორმაციო გამოშვებები თითქმის მთელ მსოფლიოში მასთან დაკავშირებული ძველი თუ ახალი ამბით იწყება, ქართულენოვან „ფეისბუქში“ გაჩნდა უიტნი ჰიუსტონის ფოტო მასზე გაკეთებული წარწერით: „ნუ მო***ით ტვინი ამ ქალით!“ – რომელიც, სხვათა შორის, უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.

ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმას ცდილობენ, რომ უიტნის ხსოვნას პატივი, რაც შეიძლება, ორიგინალურად და დასამახსოვრებლად მიაგონ. ამ მხრივ, ჯერჯერობით, ყველას აჯობა დუბაის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ცნობილი შადრევნები, ამიერიდან უიტნი ჰიუსტონის ჰიტის ხმაზე „იცეკვებენ“. გადაწყვეტილება უკვე შესრულდა. შედეგს ვიდეოში იხილავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100