სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქში“ ქალაქ ლაზიკას ერთ–ერთი პირველი შენობის ფოტო აიტვირთა

ერთ–ერთი პირველი შენობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ქალაქ ლაზიკაში აშენდება, იუსტიციის სახლი იქნება.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ლაზიკაში ასაშენებელი ამ შენობის პროექტის ფოტოვარიანტი უკვე გაჩნდა. ეს პირველი ოფიციალური ფოტოა იმ შენობებისა, რომელთა აგება ლაზიკაშია ნავარაუდევი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ქალაქი ლაზიკა, რომელიც საქარტველოში ერთ–ერთ უდიდეს ქალაქადაა ჩაფიქრებული, ანაკლიასა და ყულევს შორის უნდა აშენდეს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ქალაქში, მინიმუმ, მილიონნახევარმა მოქალაქემ უნდა იცხოვროს. პრეზიდენტის ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100