სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამას კენიელი ბებია ავარიაში მოყვა

ბარაკ ობამას კენიელი ბებია, რომელიც 91 წლისაა ავარიაში მოყვა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა მისმა მძღოლმა ავტომაქანის მართვას თავი ვერ გაართვა.

“ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარა ობამა კენიის დასავლეთში მდებარე სოფელ კოგელოში, საკუთარ სახლში მიემგზავრებოდა.

სარა ობამა არ მიიჩნევა ბარაკ ობამას ნათესავად, რადგან იგი მისი ბაბუის მეორე ცოლია.

ამის მიუხედავად პრეზიდენტი ობამა მას „ბებიას" ეძახის და მასთან ურთიერთობებს საკუთარ წიგნში - „მამაჩემის ოცნებები" აღწერს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100