ყინვისა და დიდთოვლობის გამო ევროპაში გარდაცვლილთა რიცხვი 360 მდე გაიზარდა

გაუსაძლისი ყინვისა და დიდთოვლობის გამო ევროპაში გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით ორკვირიანმა უამინდობამ ევროპის მასშტაბით 360 ადამიანი იმსხვერპლა.

უკრაინის გარდა 30 გრადუსიანი ყინვებია გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. პოლონეთში ყინვით გარდაცვლილთა რიცხვმა 62 მიაღწია. ბოსნიაში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სერბეთშიც.

კომენტარი