სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სირიაში დაკავებულთაგან, შესაძლოა, ერთი საქართველოს მოქალაქე იყოს

სირიაში მზარდი დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს საელჩოსთვის სირიასა და ეგვიპტეში არ მიუმართავს ქვეყნის არცერთ მოქალაქეს, აქედან გამომდინარე, საელჩოში ვარაუდობენ, რომ დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთი, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს. მისი ვინაობა, სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა.

სირიაში ისევ სროლის ხმა ისმის. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ქვეყანაში 300 ადამიანი დაიღუპა. დღეს დამასკოში ოფიციალური ვიზიტით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩადის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100