სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცემა

არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღეს შენარჩუნდება, თუმცა, შედარებით გამოიდარებს დასავლეთ საქართველოში. თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.

მცირე თოვლია ნავარაუდევი დედაქალაქშიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყინვა გაძლიერდება და შესაძლოა შიდა ქართლის დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცეს.

ამ დროისთვის თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე, თუმცა კვლავ ზვავსაშიშროებაა მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე, რის გამოც იქ შეზღუდვები მოქმედებს.

გარკვეული შეზღუდვებია მაღალმთიან რეგიონებში თიანეთის, წალკისა და ნაქერალას მიმართულებით. თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს კახეთის ზოგიერთ რაიონშიც. დიდთოვლობის გამო რაიონულ ცენტრს ისევ ვერ უკავშირდება ახმეტისა და გურჯაანის რაიონების რამდენიმე სოფელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100