სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლეიბორისტების“ ცენტრალურ ოფისთან გამნაღმველები მუშაობენ

„ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისთან, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამნაღმველები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნუსს" პარტიიდან აცნობეს, სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ. სხვა დეტალები მათთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კი "ინტერპრესნიუსს" ქუჩის გადაკეტვის მიზეზი არ დაუკონკრეტეს და მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ქუჩის გადაკეტვის დავალება ხელმძღვნელობისგან მიიღეს და სხვა არაფრის თქმა არ შეუძლიათ.
ჯავახიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან, საპატრულო პოლიციის მანქანებით არის გადაკეტილი, რის გამოც შეწყვეტილია როგორც სამანქანო, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100