სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი სიკვდილის პირასაა - მეუფე ნიკოლოზი

მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად სიკვდილის პირასაა - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კლინიკა ,,ვივამედთან" განაცხადა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი ძლივს ლაპარაკობს და და მუცლის შიდა არეში ტკივილები აქვს. სასულიერო პირის თქმით, სინოდის სხდომაზე წასვლამდე მან პაციენტი აზიარა.

მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ, ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ხელი აქვს ჩავარდნილი, წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ისეთი გამხდარია, განლევა არის კუნთების. ღრმული აქვს ხელზე. იწვა, ძლივს ლაპარაკობს, თვითონაც მითხრა, მე ასე ცუდად არ ვყოფილვარო. მუცლის შიდა არეში აქვს ტკივილი დაწყებული. სიკვდილის პირას არის ნამდვილად. შემიძლია, ღვთის წინაშე ვთქვა, ტყუილი არ მითქვამს და არც არასოდეს ვიტყვი, რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს. ტყუილს არ ვამბობ - ძალიან ცუდად არის. თუ მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში", - მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100