სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩემი ჯანმრთელობა გაუარესდა, გამოაგზავნეთ დამოუკიდებელი ექსპერტები - საააკაშვილის მიმართვა ომბუდსმენს

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და თქვენს გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. - მსჯავრდებული პრეზიდენტის სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს, სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ თამარ გვარამაძეს.
მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი.

ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენს გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.
იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით.- წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100