სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაღალი სიცხე აქვს - მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, კოვიდინფიცირებულია

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, კოვიდინფიცირებულია. მესამე პრეზიდენტი კვლევის შედეგებს ელოდება. მესამე პრეზიდენტი ინფიცირებულის კონტაქტია და მაღალი ტემპერატურა აქვს.

ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე დღეს ჩანიშნულ სასამარტლოზე დაცვის მხარე ორ დოკუმენტს წარადგენს.

წარვადგენთ დოკუმენტს, რომ ის ავად არის. აღემნიშნებს ტემპერატურა, თუმცა დაუდგენელია, რატომ, ეს სამედიცინო პერსონალმა ჯერ კიდევ ვერ გამოიკვლია. 38 აქვს ტემპერატურა, ვერ გადაადგილდება. ამასთან დადასტურდა კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი. შესაბამისად, პარასკევის ჩათვლით იზოლაციაშია"- თქვა ადვოკატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100